Netflix-მა ევროვიზიის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

257

Netflix-მა ევროვიზიის შესახებ გადაღებული ფილმის „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: ცეცხლოვანი საგის ისტორია“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის პრემიერა კი, 26 ივნისს იგეგმება.

ტრეილერში გამოყენებული სიმღერა „Volcano Man“ ისლნადიის წარმომადგენლების, დუეტის „The Fire Saga“-ს კლიპის ნაწყვეტია.

ცნობილია, რომ ფილმში უილ ფარელი, რეიჩეილ მაკადამსი, პირს ბროსნანი, დენ სტივენსი და დემი ლოვატო მონაწილეობენ. ფილმის ყველა გმირი სცენარისტებმა შექმნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ევროვიზიის ნამდვილ მონაწილეებთან კავშირი არ აქვთ.