ედ შირანი და დენიელ რედკლიფი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდების სიაში შევიდნენ

505

გაზეთ The Sunday Times-ის განცხადებით, მუსიკოსი ედ შირანი და მსახიობი დენიელ რედკლიფი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდების ათეულში მოხვდნენ. ბრიტანელი მუსიკოსი Official Charts-მა უკვე დაასახელა დიდი ბრიტანეთის ათწლეულის არტისტად. მისი ქონება 200 მილიონ ფუნტადაა შეფასებული. მსახიობი დენიელ რედკლიფი კი რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. მისი ქონება 94 მილიონი ფუნრტია. ემა უოთსონი 52 მილიონი ფუნრით მე-11 ადგილს იკავებს. რეიტინგის ლიდერი ვესტმინსტერის ჰერცოგი ჰიუ გროვენორია, რომლის ქონებაც 10,295 მილირადი ფუნტია.