მსახიობმა და ფოტომოდელმა პამელა ანდერსონმა ჩანთების მინი-კოლექცია გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ჩანთები ვაშლი გადამუშავებული კანისგანაა დამზადებული. ანდერსონი ფრანგულ მოდის სახლთან Ashoka Paris და მოდელიერთან დევიდ მატეოსთან ერთად მუშაობას 2019 წლის იანვარში შეუდგა, რათა აქსესუარების ვეგანური ხაზი გამოეშვა. ჩანთების ყიდვა მოდის სახლის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.