„თქვენთან ვარ“ – დისნეიმ მსოფლიოს გასამხნევებლად სიმღერა შექმნა

229

„I Am With You“ (თქვენთან ვარ) – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დისნეიმ მსოფლიოს გასამხნევებლად შექმნა.

სიმღერა ეძღვნება მათ, ვინც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში ახლობლებისა თუ მეგობრების ნახვას ვერ ახერხებდა და თავს მარტო გრძნობდა.

სიმღერას „ოლაფი“ ასრულებს, რომელიც ამბობს: „თქვენთან ვარ ამ მუსიკით, თქვენთან ვარ ამ რითმით, თქვენ გვერდით ვიქნები, მე თქვენი ვარ და თქვენ ჩემი, მალე შევხდებით“.