ახალი მინი-სერიალის „The Good Lord Bird“-ის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმში მთავარ როლს ითან ჰოუქი ითამაშებს.
სერიალში, რომელიც ჯეიმს მაკბრაიდის ნახევრად ისტორიულ რომანს ეფუძნება, მოქმედება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ვითარდება, სადაც მონობის მოწინააღმდეგე ჯონ ბრაუნი მონათა აჯანყებას მოაწყობს. ამ აჯანყებას კი აშშ-ში სამოქალაქო ომი მოჰყვება.
პროექტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.