მწერალი ჰარუკი მურაკამი რადიოს დიჯეი ხდება. შოუს, რომელსაც მწერალი გაუძღვება Stay Home Special ჰქვია და ის იაპონელებს კორონავირუსის პანდემიის დროს გახალისებაში დაეხმარება.
“იმედი მაქვს, რომ მუსიკის ძალა სევდის გაქარწყლებაში დაგეხმარებათ”, – ამბობს მურაკამი.
შოუს ფარგლებში მწერალი მსმენელების კითხვებს გასცემს პასუხს. სპეციალური გამოშვება კი 2020 წლის 22 მაისს არხ Tokyo FM 80.0 -სა და ქვეყნის 38 რადიოსადგურზე გავა.