Universal Pictures “ნაიარევი სახის” ახალ ვერსიას გადაიღებს

179

ოსკაროსანი იტალიელი რეჟისორი ლუკა გუადანინო, ბარაინ დე პალმას ფილმის, “ნაიარევი სახის” (Scarface) რიმეიქს გადაიღებს. ამის შესახებ განცხადებას კინოსტუდია Universal Pictures ავრცელებს.

“ლუკა გუადანინო “ნაიარევი სახის” გააზრებულ ვერსიას გადაიღებს. ფილმის მოქმედება ლოს-ანჯელესში განვითარდება”. – აცხადებენ სტუდიაში.

მომავალი ფილმის სცენარს ჯოელ და ითან კოენები დაწერენ, ხოლო პროდიუსერი სკოტ სტუბერი იქნება.