საბერძნეთი „უსაფრთხო კინოგადაღების პროტოკოლს“ ელოდება

189

საბერძნეთში, 18 მაისიდან  კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცემათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში დაწყებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება კი, 1 ივნისს კინოთეატრების გახსნით დაიწყება.

„ფილმების გადაღება საბერძნეთში 13 მარტს შეწყდა. კინოწარმოების აღდგენისთვის ჩვენ „უსაფრთხო გადაღების პროტოკოლი“ გვჭირდება, – ამის შესახებ საბერძნეთის პროდუსერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პანოს პაპაჰადისმა განაცხადა.

ცნობისთვის, საბერძნეთს კინოჩვენებისთვის განკუთვნილი ღია სივრცეები აქვს, რომლებიც შესაძლოა პირველი ივნისიდან მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვით 40%-ით დაიტვირთოს.

აქვე გეტყვით, რომ სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, 18-29 მაისს ონლაინ გაიმართება. შერჩეული 210 ფილმიდან, 15 ფილმი საპრემიეროა. კინოფესტივალი მაყურებელს 400-მდე უფასო ჩვენებას  შესთავაზებს. ასევე, ჩატარდება ონლაინ მასტერკლასები.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმ „გვირაბის” ბერძნული პრემიერა სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ონლაინ შედგება.