რობერტ პატინსონი ვარჯიშზე უარს აცხადებს

147

ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი პრესასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბეტმენის როლისთვის სპორტით დაკავებას არ გეგმავს. მისივე თქმით, ის აიგნორებს პირადი მწვრთნელის რეკომენდაციებს.

“მგონია, რომ თუ მუდამ სპორტით ხართ დაკავებული, თქვენ პრობლემის ნაწილი ხდებით. თქვენ ქმნით პრეცედენტს. 1970-იან წლებში ასე არავინ იქცეოდა. ჯეიმს დინსაც კი არ ჰქონია კუნთები. ჩემი დიეტა შვრიის ფანტელები, პროტეინის კოქტეილისა და თინუსის კონსერვისგან შედგება. დიახ, მე პირდაპირ ქილიდან ვჭამ, უბრალოდ წიწაკას ვაყრი და ვჭამ”, – განმარტავს მსახიობი.