სასამართლომ ბილი აილიშის თაყვანისმცემელს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა

189

სასამართლომ ბილი აილიშის თაყვანისმცემელს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ირკვევა, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცი, პრენელ რუსო არტისტის სახლში შეჭრას ცდილობდა.

პოლიციელების განმარტებით, ისინი, პრენელ რუსოს ვერ დააკავებდნენ, რადგან აშშ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფართოდ გავრცელებული კორონავირუსის გამო, მსგავსი ქმედებისთვის, წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალი პირების შეყვანას ერიდებიან.

შეჭრის საქმეზე სასამართლო მოსმენა 1 ივნისს ჩაინიშნა, მანამდე კი, თაყვანისმცემელს დისტანციის დაცვა მოუწევს.