რიზ უიზერსპუნი: ზოგჯერ იატაკზე ვწევარ და ვტირი ან მანქანაში ვიკეტები

168

„არის დღეები, როდესაც განცვიფრებული ვარ. ამ დროს იატაკზე ვწვები და ვტირი ან მანქანაში ვიკეტები, რათა ვიტირო. მინდა ემოციებისგან დავიცალო“, – ამის შესახებ ოსკაროსანმა მსახიობმა და წარმატებულმა კინოპროდიუსერმა რიზ უიზერსპუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურს, რომ კინოინდუსტრიაში დასაქმებული ქალების მომავალი უფრო უკეთესი გახდეს.

„მართლა მინდა შევცვალო ყველაფერი, თუმცა ვიცი, ეს თავისით არ მოხდება. კინოსფეროში მომუშავე ქალებს უკეთესი მომავალი უნდა ჰქონდეთ“, – თქვა რიზიმ.

ცნობისთვის, რიზ უიზერსპუნმა, 2016 წელს საპროდიუსერო კომპანია Hello Sunshine დაარსა, რომელმაც ფილმები”ველური” და “დიდი პატარა ტყუილები” გამოუშვა.