რიანა დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალია

233

გაზეთმა Sunday Times დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სამეული გამოავლინა. პირველი ადგილი პოლ მაკ-კარტნიმ და ენდრიუ ლოიდ ვებერმა გაინაწილეს, რომელთა ქონებაც 800 მილიონ ფუნტადაა შეფასებული. მათ შემდეგ რიანაა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. ის ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალია და მისი კაპიტალი 468 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ათეულში შედიან: ელტონ ჯონი, მიკ ჯაგერი, ჯორჯ ჰარისონის ქვრივი და ვაჟი, კიტ რიჩარდსი, რინგო სტარი, მაიკლ ფლეტლი და ედ შირანი.