რატომ აკომპლექსებს ადელს ახალი გარეგნობა?

180

32 წლის ამერიკელი მომღერალი – ადელი, უკვე რამდენიმე კვირაა წონის შთამბეჭდავი ტრანსფორმაციის გამო, ცნობილი ტაბლოიდების სათავეში ექცევა. მას გაუჩნდა უამრავი კრიტიკოსიც, რომელიც თვლის, რომ მომღერალი ამ საქციელით ქალბატონებს ბუნებრიობაზე და რეალურ სახეზე უარის თქმას შთააგონებს.

“მას მსგავსი ყურადღება არ სიამოვნებს. ის თვლის, რომ ახლა უკეთესად გამოიყურება, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან რცხვენია საკუთარი ახალი გარეგნობის. ზოგჯერ უჭირს კიდევაც იმის დაჯერება, რომ ისე ლამაზად გამოიყურება, როგორც მასზე საუბრობენ. სიამოვნებს ახალი სამოსის ყიდვა და ირგებს სხვადასხვა იმიჯს,” -აღნიშნა ინსაიდერმა.