ტეკაშის შემოწირულობაზე საქველმოქმედო ორგანიზაციამ უარი თქვა

538

შინაპატიმრობაში მყოფმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა დანიელ ერნანდესმა, რომლის სასცენო სახელია ტეკაშ სიქსნაინი, ქველმოქმედებისთვის, 200 000 დოლარის გაღება გადაწყვიტა, თუმცა საქველმოქმედო ორანიზაცია „The No Kid Hungry“- იმ რეპერის შემოწირულობაზე უარი თქვა.

საქველმოქმედო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვერ მიიღებენ ისეთი ადამიანისგან თანხას, რომლის ქმედებებიც ეწინააღმდეგება მათ ღირებულებებს.

ცნობისთვის, ამერიკელი რეპერი არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში იყო ბრალდებული.