კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე გაიყიდება

278

აკუსტიკური გიტარა Martin D-18E, რომელიც ჯგუფ Nirvana-ს სოლისტს კურტ კობეინს ეკუთვნოდა, აშშ-ში აუქციონზე 1 მილიონ დოლარად გაიყიდება. ამის შესახებ განცხადებას სააუქციონო სახლი Julien’s Auctions ავრცელებს.

საუბარია გიტარაზე, რომელთან ერთადაც კობეინი კონცერტზე MTV Unplugged, 1993 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა. გამოსვლა მუსიკოსის გარდაცვალებამდე ხუთი თვით ადრე შედგა.