ამერიკელი მუსიკოსი რიჩარდ პენიმანი გარდაიცვალა

210

ამერიკელი მუსიკოსი რიჩარდ პენიმანი, რომლის სასცენო სახელი Little Richard-ია, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე დასახელდა. ინფორმაცია მუსიკოსის მენეჯერმა დაადასტურა.

ცნობისთვის, 1986 წელს რიჩარდი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მუსიკოსის ცხოვრების შესახებ, 2000 წელს ფილმი Little Richard გადაიღეს.