ბილი აილიში საკუთარ რადიოშოუს იწყებს

319

ბილი აილიში სადგურ Beats 1-თან ერთად საკუთარ რადიოშოუს იწყებს. მომღერალმა საკუთარ Twitter-ში დაწერა, რომ პროგრამას “მე და მამაჩემი” ერქმევა. ილუსტრაციის სახით აილიშმა ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა. შოუ ბილისა და მამამისის საუბრებს მიეძღვნება და საუბრების თემაც მუსიკა იქნება.