ბრაიან მეიმ საჯდომი დაიზიანა

184

ჯგუფ Queen-ის გიტარისტმა ბრაიან მეიმ საჯდომი ბაღში მუშაობისას დაიზიანა. როგორც ის თავის Instagram გვერდზე წერს, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

“მებაღეობისას მოვახერხე და საკუთარი უკანალი დავიზიანე. უეცრად აღმოვაჩინე, რომ საავადმყოფოში ვარ. აღმოჩნდა, რომ კარგად მიმუშავია და გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ვივლი, რადგანაც ტკივილი არ ცხრება. ამ ყველაფერს არ აქვს კავშირი კორონავირუსთან”, – წერს მუსიკოსი.