ენდი სერკისი ჰობიტს ნონ-სტოპ რეჟიმში წაიკითხავს

199

ენდი სერკისი უჩვეულო აქციას აანონსებს: ის ჯ.რ.რ.ტოლკინის “ჰობიტს” ნონ-სტოპ ონლაინ რეჟიმში წაიკითხავს.

“მიუხედავად იმისა, რომ ახლა რთული დრო დადგა, მინდა დაგპატიჟოთ ფანატსტიკურ თავგადასავალში. უეცარი წვეულებიდან ფინალამდე. შემოგვიერთდით ამ ისტორიაში. ერთად გავუმკლავდეთ ტროლებს, მივიდეთ ჯადოსნურ რივენდელში, შევხვდეთ გიგანტურ ობობებსა და ბოროტ გობლინებს, სანამ დრაკონი სმაუგი არ შეგვხვდება”, – წერს მსახიობი.