დენზელ კარი მუსიკალური კარიერის დასრულებას გეგმავს

175

ჰიპ-ჰოპ არტისტი დენზელ კარი მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებს. მან ამის შესახებ გამოცემა XXL-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც არტისტი ამბობს, მას არ სურს მთელი ცხოვრება ერთ საქმეს მიუძღვნას და სამომავლოდ აპირებს, მუსიკალური ჩანაწერები არა კომპიუტერული მოწყობილობებით, არამედ ნამდვილი მუსიკალური საკრავების გამოყენებით შექმნას.

ცნობისთვის, არტისტმა მუსიკალური კარიერა, 2010 წელს დაიწყო. დენზელის ალბომი „TA13OO“, რომელიც 2018 წელს გამოვიდა,  კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბოლო ალბომი „Unlocked“ მან, 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.