პარიზის დისნეილენდი მსურველებს კლიპში მონაწილეობას სთავაზობს

241

მულტფილმ “მეფე ლომის” სიმღერის Can You Feel The Love Tonight ვიდეო-რგოლის გადაღებების შესახებ პარიზის დისნეილენდი განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად ათობით მსურველს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღონ გადაღებებში.

“იმღერეთ ჩვენს არტისტებთან ერთად. გამოაქვეყნეთ თქვენი ვიდეო ჰეშთეგით
#DisneylandParisAtHome 10 მაისამდე და შესაძლოა ჩვენ აგირჩიოთ. ასევე, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოთ მასობრივ სცენებში, იცეკვოთ ან ცნობილი მომენტის ინსცენირება მოაწყოთ”, – აცხადებს პარკის პრესსამსახური.