Guns N’Roses საბავშვო წიგნს გამოუშვებს

178

ჯგუფი Guns N’Roses საბავშვო წიგნს გამოუშვებს, რომელსაც Sweet Child O’ Mine ერქმევა. წიგნი მაიას და ნატალიას თავგადასავლებზე გვიამბობს. სიუჟეტის მიხედვით, გოგონები ჯგუფის კულისებში იზრდებიან, ხოლო მათი პროტოტიპები მენეჯერების შვილი და ძმის შვილი არიან. ზღაპარი ჯეიმს პატერსონმა დაწერა, ხოლო ილუსტრაციები ჯენიფერ ჟივოინმა დახატა.

წიგნი 2020 წლის პირველ სექტემბერს გამოვა.