პოლონეთის პროდიუსერთა ალიანსმა და „ნეტფლიქსმა“ ფონდი შექმნეს

162

პოლონეთის პროდიუსერთა ალიანსისა და „ნეტფლიქსის“ თანამშრომლობით შეიქმნა ფონდი, რომელიც მზადაა დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც პოლონურ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში იყვნენ დასაქმებულნი და რომლებმაც, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, სამუშაო ადგილები დაკარგეს.

„ნეტფლიქსი“ ფონდში 551 000 ევროს გადარიცხავს. დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მიმართულებით: სცენოგრაგია, მაკიაჟი, კოსტიუმები, ხმა. იგი ასევე შეეხება ოპერატორებს, მათ ასისტენტებს, გამნათებლებს, კადრირების ავტორებს და აუდიოვიზუალურ სექტორში მომუშავე ყველა სხვა პროფესიონალს.

პოლონელ პროდიუსერთა ალიანსის მიერ შექმნილი ფონდი იმუშავებს სლოგანით „პროდიუსერები გადამღები ჯგუფების მხარდასაჭერად“.