ცნობილია ლედი გაგას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი

211

ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას ახალი ალბომი „Chromatica“ 2020 წლის, 29 მაისს გამოვა. ამის შესახებ გაგამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც იცით, ჩანაწერი 10 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, მსოფლიოში გავრცელებული Covid-19-ის პანდემიის გამო, გადაიდო.

ცნობისთვის, ალბომში სულ, 16 კომპოზიციაა თავმოყრილი და მათგან, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სიმღერა „Stupid Love“ არის გავრცელებული.