სტივენ კინგი: “მე ვიცი, რატომ მოსწონს ხალხს საშიში ისტორიები”

181

ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა, სტივენ კოლბერგის შოუში სტუმრობისას ახსნა, თუ რატომ მოსწონს ხალხს კარანტინის დროს საშიში ისტორიების კითხვა.

“ვფიქრობ, რომ მძიმე დროს ადამიანები მართლაც საშიშ წიგნებს ირჩევენ. და ეს სწორია, რადგანაც როდესაც კითხულობთ “If t bleeds” (სტივენ კინგის რომანი) ან რომელიმე სხვა მასალას, წიგნში აღწერილი სიტუაცია ბევრად საშიშად გეჩვენებათ, ვიდრე ოთხ კედელში ყოფნა. ადამიანები ცოტა ხნით წყდებიან საკუთარ პრობლემებს და ხვდებიან, რომ რომანის გმირებს ბევრად უარესი პრობლემები აქვთ. შემდეგ თქვენ ხურავთ წიგნს და მშვიდად იძინებთ. ეს ჩემი თეორიაა”, – განმარტავს კინგი.