გერმანული ჯგუფის Kraftwerk ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი ფლორიან შნაიდერ-ესლებენი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Kraftwerk 1970 წელს ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი იყო. კოლექტივი დღესაც მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებში.