ოპერატორმა მეგან მარკლის შესახებ პრესასთან ისაუბრა

139

ერთ-ერთმა ოპერატორმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, პრესასთან საუბარში აღწერა თუ როგორ იქცევა მეგან მარკლი გადასაღებ მოედანზე.

მისივე განმარტებით, ის სერიალ “ფორს-მაჟორის” გადაღებებზე მუშაობდა და წინასწარ გაფრთხილებული იყო, რომ ჯერ კიდევ პრინც ჰარის გაცნობამდე მარკლს მძიმე ხასიათის გამო “პრინცესას” უწოდებდნენ. მაგალითად, მსახიობი ყველას უკრძალავდა მისი ფეხების გადაღებას და გადასაღებ მოედანზე მუდამ ითხოვდა ძვირადღურებულ შამპანურს.

“ის ძალიან უხეშია. მასთან საერთო ენის ნახვა შეუძლებელია. როდესაც პირველად დავინახე, არც კი ვიცოდი ვინ იყო, თუმცა ის მუდამ კინოდივასავით იქცეოდა. მახსოვს, ერთხელ გადასაღებ მოედანზე მოვიდა, სახეს ყველასგან მალავდა და უმალვე საგრიმიოროში წავიდა. ასე ძალიან ცნობილი ადამიანები იქცევიან, როდესაც არ სურთ პაპარაცებმა სურათი გადაუღონ. მიუხედავად იმისა, რომ “მესამე კატეგორიის” მსახიობიც კი არ იყო, მსოფლიო დონის ვარსკვლავივით იქცეოდა. ეს ყველაფერი კარიკატურას ჰგავდა. ჰოლივუდის მსახიობები დიდი ხანია ასე აღარ იქცევიან. ისინი მუდამ იღიმიან და გადამღებ ჯგუფს არ ეუხეშებიან.”