ჯოან როულინგის პროექტში ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ

145

მწერალ ჯოან როულინგის ახალი პროექტი, რომელიც იზოლაციაში მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების დასახმარებლად შეიქმნა, უკვე ამოქმედდა.

პროექტში მონაწილე სხვადასხვა ვარსკვლავები, მწერლის ყველაზე ცნობილ წიგნს – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“  წაიკითხავენ.

5 მაისს, ვებგვერდზე harrypotterathome.com პირველ თავი, ჰარი პოტერის როლის შემსრულებელმა, დენიელ რედკლიფმა წაიკითხა.

შემდეგ ნაწილს, რომელიც ერთ კვირაში აიტვირთება, ისეთი ცნობილი ადამიანები წაიკითხავენ, როგორებიც არიან: დენიელ რედკლიფი, სტივენ ფრაი, დევიდ ბექემი, დაკოტა ფანინგი, კლაუდია კიმი, ნომა დუმეზვენი და ედი რედმეინი.