The Weekend “ამერიკელი მამიკოს” ეპიზოდში გამოჩნდა

144

კანადელი მომღერალი The Weekend მულტიპლიკაციური სერიალის “ამერიკელი მამიკოს” მე-17 სეზონის მეორე სერიაში გამოჩნდა, რის შესახებაც საკუთარ Twitter გვერდზე განაცხადა.

“ეს მცირე სპოილერია”, – წერს მუსიკოსი.

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟის ქალიშვილს მომღერალი უყვარს, ხოლო თავად ეიბელ ტესფაიე მას ურთიერთობებზე უარს ეუბნება, რადგანაც უბიწოა.

“მუდამ მინდოდა განმესახიერებინა პერსონაჟი, რომელსაც ჩემი საპირისპირო თვისებები აქვს”, – წერს მომღერალი.