Kids’ Choice Awards ონლაინ გაიმართა

228

კორონავირუსის პანდემიის გამო, საკაბელო არხმა Nickelodeon ყოველწლიური დაჯილდოება Kids’ Choice Awards ონლაინ რეჟიმში გამართა.

წამყვანი მსახიობი ვიქტორია ჯასტისი იყო. ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” ჯილდო “შურისმაძიებლები: ფინალს” გადაეცა, დევ კამერონი “საუკეთესო მსახიობი ქალი” გახდა, ხოლო დუეინ ჯონსონი “საუკეთესო მსახიობი კაცი”.

Netflix-ის შოუმ “ძალიან უცნაური საქმე” ორი ჯილდო, “საუკეთესო სერიალი” და “საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი ქალი” მიიღო. საუკეთესო სუპერ-გმირი ტომ ჰოლანდის ადამიანი-ობობა გახდა. საუკეთესო ანიმაციური ფილმის ტიტული კი “გაყინულს” ერგო.