ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი და 80-იანი წლების საკულტო ბენდის The Stranglers-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დეივ გრინფილდი, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამავე ბენდის წევრმა ჟან-ჟაკ ბარნელმა გაავრცელა.
„ჩემი დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა დეივ გრინფილდი გარდაიცვალა. სამწუხაროდ ის, 2020 წლის მსოფლიო პანდემიის კიდევ ერთი მსხვერპლია“, – თქვა ბარნელმა.