ტაიკა ვაიტიტი „ვარსკვლავური ომების” ახალ ფილმს გადაიღებს

178

რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი “ვარსკვლავური ომების” ახალ ფილმს გადაიღებს. აღნიშნული ფილმის რეჟისორად და სცენარისტად ის, ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

ახალი პროექტის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ვაიტიტისთან ერთად სცენარზე კრისტი უილსონ-კერნსიც იმუშავებს.

ცნობისთვის, ტაიკა ვაიტიტიმ “მანდალორელის” ერთ-ერთი ეპიზოდი გადაიღო და დროიდ IG-11 გაახმოვანა.