Disney-მ “მზეთუნახავისა და ურჩხულის” საყვარელი პუდინგის რეცეპტი გამოაქვეყნა

224

Disney Family-ს საიტზე გამოაქვეყნეს პუდინგის რეცეპტი, რომელიც მულტფილმში “მზეთუნახავი და ურჩხული” არის ნახსენები.

“სცადეთ მოამზადოთ ეს პუდინგი სახლში”, – წერია საიტზე.

ტკბილეულის მოსამზადებლად 1,5 ჭიქა რძე, 100 გრამი ვანილისა და 1 სუფრის კოვზი შოკოლადის პუდინგის ფხვნილები, 230 გრამი ათქვეფილი ნაღები, 15 კრეკერი და ორცხობილა დაგჭირდებათ.

რზე და ვანილის პუდინგის ფხვნილი აურიეთ და მიღებული ერთგვაროვანი მასა დაღერღილ კრეკერებს შეურიეთ. ამის შემდეგ ათქვეფილი ნაღები და შოკოლადი დაუმატეთ. მასა მაცივარში მოათავსეთ, ხოლო მირთმევის წინ საკონდიტრო ტომარის მეშვეობით ორცხობილებზე მოათავსეთ.