ჯგუფმა Gorillaz პროექტ Song Machine-ის რიგით მეოთხე სინგლის გამოაქვეყნა. კომპოზიციის How Far? ჩაწერაში მონაწილეობა რეპერმა სკეპტამ და 1 მაისს გარდაცვლილმა მუსიკოსმა ტონი ალენმა მიიღეს.
“ეს კომპოზიცია ლონდონში, პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა და ჩვენ გვინდა ის უდიდესი ადამიანის, ტონი ალენის ხსოვნას მივუძღვნათ”, – წერია ჯგუფის განცხადებაში.