The Beatles-ის გამოუქვეყნებელი სიმღერის ჩანაწერს აუქციონზე გაყიდიან

222

The Beatles-ის წევრების, პოლ მაკ-კარტნისა და რინგო სტარის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერის ჩანაწერს, დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გაყიდიან. როგორც სააუქციონო სახლის Omega Auctions განცხადებაშია აღნიშნული, ლოტის ყიდვა 19 მაისს იქნება შესაძლებელი.

ცნობილია, რომ სიმღერა Angel in Disguise რინგო სტარის ალმბომში Time Takes Time უნდა შესულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში ასე არ მოხდა. სულ კომპაქტ-კასეტაზე კომპოზიციის ორი ვერსიაა: ერთი lo-fi ფორმატში და მას პოლ მაკ-კარტნი ასრულებს, ხოლო მეორე სრული სტუდიური ვერსიაა და ვოკალიც რინგო სტარს ეკუთვნის.

სააუქციონო სახლის წინასწარი შეფასებით ჩანაწერების ღირებულებამ შესაძლოა 20 ათას ფუნტს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი დიდი ხანი იმყოფებოდა რადიოსადგურ
Radio Luxembourg-ის დირექტორის, ტონი პრინსის მფლობელობაში.