Pixar კულინარულ შოუს იწყებს

175

კინოსტუდია Pixar საკუთარ Youtube-არხზე კულინარულ შოუს Cooking with Pixar იწყებს. სხვადასხვა კერძების მომზადების საიდუმლოს ანიმაციური ფილმების პერსონაჟები გვიამბობენ. არხზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამი რეცეპტია გამოქვეყნებული.

პირველ რგოლში ტრადიციული ჩინური ღვეზელების მომზადების წესს გვაცნობენ. მზარეულს პერსონაჟი ბაო ეხმარება.

“სათამაშოების ისტორია 4”-ის გმირი მისტერ ვილკინსი კი პიცა პეპერონის რეცეპტს გვიზიარებს. ბოლო რგოლში კი ძმები ელფები იენი და ბარლი ჯადოქრობის წყალობით სადღესასწაულო ტორტის გამოცხობას ცდილობენ.