ტრიბეკას კინოფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ონლაინ 15-26 აპრილს გაიმართა.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში ჟიურის წევრებმა – დენი ბოილმა, ლუკას ჰეჯესმა, პამელა ადლონიმ და რეჯინა ჰოლიმ გამოავლინეს.
გამარჯვებულთა სია ასეთია:
საუკეთესო ფილმი – Half Of It;
საუკეთესო მსახიობი კაცი – სტივ ზანი (Cowboys);
საუკეთესო მსახიობი ქალი – ასოლ აბდულინა(Materna);
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – The Hater;
საუკეთესო უცხოენოვანი მსახიობი კაცი – ნოე ჰერნანდესი(Kokoloko);
საუკეთესო უცხოენოვანი მსახიობი ქალი – შირა ჰაასი(Asia).