Daft Punk ფილმისთვის მუსიკას დაწერს

235

ფრანგული ელექტრონული დუეტი Daft Punk ათწლიანი შესვენების შემდეგ, ფილმისთვის მუსიკას დაწერს. ისინი იტალიელი კინორეჟისორის დარიო არჯენტოს ახალ პროექტზე Black Glasses იმუშავებენ.

“ისინი ჩემი თაყვანისმცემლები არიან და ყველა ჩემი ფილმი იციან. ერთხელ მათ მეგობრებისგან გაიგეს, რომ ახალ პროექტზე ვმუშაობ, დამიკავშირდნენ და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს”, – განმარტა არჯენტომ.