ჯოან როულინგმა ქველმოქმედებისთვის £1 მილიონი გაიღო

183

ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა უსახლკაროებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად £1 მილიონი გაიღო.

„როცა რთული დრო დგება, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სწორედ ეს ადამიანი არიან. ამიტომ გადავწყვიტე ქველმოქმედებისთვის £1 მილიონი გავიღო“, – თქვა როულინგმა.

ცნობისთვის, აპრილში როულინგმა თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვების და მათი მშობლების დასახმარებლად, ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებ-პორტალი გახსნა.