სერიალ „ლავკრაფტის სამყაროს” პირველი თრეილერი გავრცელდა

162

ტელეარხმა HBO-მ სერიალ „ლავკრაფტის სამყაროს” პირველი თრეილერი გაავრცელა.

სიუჟეტის მიხედვით, კორეის ომის ვეტერან ატიკუს ბლექს, თავისი მამის პოვნა სურს. მას, მის მეგობარსა და ბიძამისს რასიზმთან და საშინელ მონსტრებთან დაპირისპირება მოუწევთ.

ჰორორის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეი ჯეი აბრამსია. სერიალი 10 ეპიზოდისგან შედგება და მისი პრემიერა, 2020 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.