რიდლი სკოტის კომპანია გამოგონილ ვირუსზე ფილმს გადაიღებს

87

რეჟისორ რიდლი სკოტის საპროდიუსერო კომპანია „Scott Free Productions“, გამოგონილი ვირუსის – კონგოლის პანდემიის შესახებ ფილმს გადაიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, ფილმის რეჟისორისა და სამსახიობო გუნდის ვინაობა, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი ლოურენს რაითის რომანის „The End of October“-ის ეკრანიზაცია იქნება.

რომანის მთავარი გმირი ეპიდემიოლოგი ჰენრი პარსონსია. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინტერესებს ინდონეზიაში წარმოადგენს.

კონგოლის ვირუსით გამოწვეული კრიზის გამო, მსოფლიო ჰუმანიტარული კატასტროფისა და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.