7 მხატვარი რომლებმაც დიდხანს და მდიდრულად იცხოვრეს

474

ბევრის აზრით, მხატვრობა “წყეული” პროფესიაა, ხოლო რომანტიკული ლეგენდის თანახმად, შემოქმედმა უნდა იტანჯოს და ახალგაზრდა, სიღატაკეში გარდაიცვალოს. ასევე, მეტად მოსაწონია, თუ დაემატება ის ფაქტი, თუ მხატვარი ვერცერთ თავის ნამუშევარს ვერ გაყიდის. თუმცა, ყველა გენიოსი შემოქმედი ასე არ ცხოვრობდა.

მიქელანჯელო

7 MERINDADES: marzo 2018

რენესანსის ეპოქის გენიოსი 1564 წელს რომში გარდაიცვალა. მიქელანჯელო პირადად რომის პაპის შეკვეთებს ასრულებდა, ეს კი საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო იყო. აღსანიშნავია, რომ მხატვრის წინაპრები ფლორენციელი ბანკირები იყვნენ, რაც გენიოსის ვაჭრობის უნარზე მიუთითებს. მიქელანჯელომ გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის სახით 22 ათასი ფლორინი დატოვა, რაც დღეს 25 მილიონ დოლარს უდრის.

თავად მხატვრის აღნიშვნით, ის მუდამ მოკრძალებულად ცხოვრობდა.

“როგორი მდიდარიც არ უნდა ვიყო, მუდამ ღარიბივით ვცხოვრობდი”, – ამბობდა ის.

ის მუდამ ეხმარებოდა ძმებს და ძმის შვილებს. ფულს უძრავ ქონებაში აბანდებდა. 1534 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მიქელანჯელოს ექვსი სახლი და შვიდი მამული ჰქონდა. ერთ-ერთ სახლში, რომელსაც Casa Buanarroti ჰქვია ახლა მუზეუმია განთავსებული.

ტიციანი

威尼斯画派大家-提香-天天快报

86 წლის ვენეციელი ფერმწერი შავი ჭირის ეპიდემიამ და შვილის გარდაცვალების შესახებ ცნობამ იმსხვერპლეს. ცნობილია, რომ ტიციანის ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იყო, მაგალითად, კასტეო როგანზუოლოს პოლიპტიხისთვის მას კონელიანოს ბორცვზე ვილა გადასცეს. მსგავსი შეკვეთა კი მას ძალიან ბევრი ჰქონდა. მეცნიერ ფილიპ ლინდსი სომის მტკიცებით, უკვე მოხუცებული ტიციანის სიძუნწე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო და ეს მისი დამკვეთების, მეფეების, დედოფლების, ჰერცოგებისა და სხვების მიმოწერაში ხშირადაა აღნიშნული.

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი და სიძე დიდხანს დავობდნენ მემკვიდრეობის გამო.

ელ გრეკო

danidoodle: Paint Like a Master: EL GRECO

ელ გრეკო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. რელიგიურ თემატიკასა და პორტრეტებზე მომუშავე ფერმწერი მარკიზ დე ვილიენის სამეფო ოთახებში ცხოვრობდა. თავიდან მხოლოდ სამი ოთახი იქირავა, თუმცა სულ მალე მათი რიცხვი 24-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ის ამ ფართში უკანონო შვილთან და მის დედასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მხატვარი ხუსეპე მარტინესი ამბობდა, ელ გრეკო ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებდა, თუმცა ყველაფერს მარტივად ხარჯავდა, საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ “ის ქირაობდა მუსიკოსებს, რომლებიც მისთვის სადილის დროს უკრავდნენ.”

ელ გრეკოს გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟს, ხორხე მანუელს სამახსოვროდ დიდი ვალები დარჩა, ხოლო მხატვრის ქონება 143 ფერწერულ ტილოსა და უდიდესი ბიბლიოთეკისგან შედგებოდა.

რუბენსი

Peter Paul Rubens | Biography, Style, & Facts | Britannica

პიტერ პაულ რუბენსი 62 წლის ასაკში 1640 წელს გარდაიცვალა. მხატვარი, დიპლომატი და ჭორების მიხედვით ჯაშუში საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდა. ახალგაზრდობაში, როდესაც მან მან მარია მედიჩის გალერეისთვის 22 ტილო შექმნა, დედოფალმა ის ოქროთი დააჯილდოვა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დედოფალი მისმა ვაჟმა, ლუდოვიკო XIII საფრანგეთიდან გააძევა, სწორედ რუბენსმა შესთავაზა მას საკუთარი სახლი კელნში.

რუბენსის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივი და შვილები ხუთი წელი იყოფდნენ მემკვიდრეობას, რომელიც იმ დროისთვის კოლოსალურ თანხას, 400 ათას ფლორინს შეადგენდა.

ივანე აივაზოვსკი

Najlepsze obrazy na tablicy aivazovsky & levitan (1508 ...

მარინისტი 1900 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. აივაზოვსკი ცნობილი იყო სისწრაფით – თითო ტილოს ხატვას ის რამდენიმე დღეს უნდებოდა. ოფიციალური ცნობებით, მას 6000 ტილო აქვს შექმნილი. რამდენი გამოიმუშავა მან ნახატებით, რომლებსაც რუსეთის სამეფო ოჯახი, თურქეთის სულთანი და სხვა დიდგვაროვნები, იძენდნენ, არავინ იცის, თუმცა, ფეოდოსიაში უზარმაზარი სახლი მან ნამდვილად შეიძინა. ასევე, მან გაიყვანა წყლის მილები მთელ ქალაქში, რათა მოსახლეობას სასმელი წყალი ჰქონოდა. მისივე დაფინანსებით მოხდა მითრიდატის მთაზე არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობაც. სხვადასხვა წყაროების თანახმად, 1864 წელს აივაზოვსკის ყირიმში 2,7ათასი ჰექტარი მიწა ეკუთვნოდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მან კიდევ 11 ათასი ჰექტარი იყიდა.

კლოდ მონე

Épila Arte 2: Claude Monet: Impresión, sol naciente

იმპრესიონისტი 1926 წელს, 86 წლის ასაკში ჟივერნიში გარდაიცვალა. სწორედ ამ სახლის ისტორია ასახავს მონეს შემოსავლების ზრდასაც. თავიდან, 1833 წელს მან იქირავა სახლი და მიწის მცირე ნაწილი. შემდეგ, როდესაც მისი ნახატები გაყიდვადი გახდა მხატვარი სრულად ყიდულობს სახლს და გარშემომდებარე მიწებსაც. გარდა ამისა, მონემ იყიდა მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი და ხელოვნური ტბა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ სიმდიდრის მოსავლელად მონემ შვიდი მებაღე იქირავა.

1970-იან წლებში იმპრესიონისტის ქონება სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.

სალვადორ დალი

Salvador Dali - with his Soft Self-Portrait with Fried Bacon ...

სალვადორ დალი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლები მან საკუთარი თეატრ-მუზეუმის კოშკში გაატარა. მის სიძუნწეს მუდამ აღნიშნავდა ანდრე ბრეტონი. სიურრეალისტის მიერ შეძენილი უძრავი ქონების რიცხვშია კატალონიაში მდებარე XIV საუკუნის სასახლეც.

ცნობილია, რომ 1970 წელს დალი თვეში ნახევარ მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ყველა ნამუშევარი კი მან ესპანეთს უანდერძა და საკუთარი მუზეუმების დასაფინანსებელი ფონდებიც შექმნა. დღეს მისი მემკვიდრეობა 300 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა ამ რიცხვში არაა შესული საავტორო უფლებებით მიღებული მოგება.

დღეს, უკვე აღარვის უკვირს მილიონერი მხატვრების არსებობა, ხოლო ყველაზე მდიდარი ცოცხალი მხატვრების სამეული შემდეგია:

დემიენ ჰერსტი – 300 მილიონი დოლარი

Damien Hirst Is A Joke - Business Insider

ჯასპერ ჯონსი – 300 მილიონი დოლარი

Reinventing Jasper Johns

ჯეფ კუნსი – 290 მილიონი დოლარი

Jeff Koons' 'Rabbit' Sells at Auction for $91.1 Million