ჯიჯი ჰადიდი ადასტურებს, რომ ორსულადაა

279

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოპ-მოდელი ჯიჯი ჰადიდი თვითიზოლაციაში იმყოფება. მოდელი, ჯიმი ფელონთან გადაცემაში სახლიდან ჩაერთო და დაადასტურა, რომ ორსულადაა.

გადაცემის მსვლელობისას, მოდელმა აღნიშნა, რომ მას და მის შეყვარებულს სურდათ, ინფორმაცია ორსულობის შესახებ, სხვა ვითარებაში გაეჟღერებინათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ. ჯიჯიმ ასევე, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ჯიჯი ჰადიდის ორსულობის შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.