დინოზავრის ახალ სახეობას დევიდ ბოუის სიმღერის სახელს დაარქმევენ

184

შტატ მონატანაში ამერიკელმა პალეონტოლოგებმა აქამდე უცნობი დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს და Stellasaurus დაარქვეს. მეცნიერების აღნიშვნით, დასახელება დევიდ ბოუის სიმღერიდან “Starman” წარმოიშვა (Stella ლათინურად ვარსკვლავს ნიშნავს). გარდა ამისა, დინოზავრის თავის ქალის ფორმა ძალიან ჰგავს ვარსკვლავს. ასევე, პალეონტოლოგების განმარტებით, ამ ჯიშის წარმომადგენლები საპირისპირო სქესის მოსახიბლად რქებს იყენებდნენ.

სტელაზავრები 75 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და ექვს მეტრამდე სიგრძის იყვნენ, ხოლო მათი წონა ორ ტონაზე მეტი იყო.