მუსიკოსი სახლის ეზოში კლიპს გადაიღებს

193

ჰიპ-ჰოპ არტოსტი დანიელ ერნანდესი, სასცენო სახელით TEKASHI 6IX9INE-ს სახლის ეზოში კლიპს გადაიღებს. კლიპის გადაღების ნებართვა მოსამართლემ მას შემდეგ გასცა, რაც შინაპატიმრობაში მყოფი არტისტის ადვოკატმა სასამართლოს განცხადებით მიმართა.

როგორც სასამართლოს დადგენილებაში წერია, ტეკაშს უფლება აქვს კვირაში ერთხელ, 2 საათით დაკავდეს კლიპის გადაღებით. კონკრეტული დღე ჯერ განსაზღვრული არ არის. აქვე აღნიშნულია, რომ ერნანდესს, ელექტრონული სამაჯური აუცილებლად უნდა ეკეთოს.

შეგახსენებთ, რომ არტისტის ადვოკატმა სასამართლოს მანამდე, ტეკაშის დროზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. რადგან ერნანდესს ასთმა აქვს და ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, მისი ჯანმრთელობა შესაძლოა უფრო გაუარესებულიყო. ადვოკატის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და არტისტი ახლა შინაპატიმრობაში იმყოფება.