„სოციალური დისტანცია“ – ნეტფლიქსი ახალ პროექტზე მუშაობს

157

„სოციალური დისტანცია“ – ეს არის ნეტფლიქსის ახალი პროექტი, რომელსაც სერიალ „Orange Is The New Black“-ის შემოქმედებითი გუნდი გადაიღებს.

სერიალის გადაღებები დისტანციურად შედგება. რაც შეეხება მსახიობები, ისინი როლებს საკუთარ სახლებში შეასრულებენ. ახალი შოუს თითოეულ ეპიზოდში, სხვადასხვა გმირის ისტორია იქნება მოთხრობილი.

ცნობილია, რომ პროექტის პროდიუსერი ჯენჯი კოენი, რეჟისორი კი, დიეგო ველასკო  იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მსახიობები მიიღებენ პროექტში მონაწილებას.