ლა სკალა სექტემბერში გაიხსნება

82

თეატრი ლა სკალა სექტემბერში გაიხსნება, თუმცა ზუსტი თარიღი კვლავ უცნობი რჩება. როგორც გაზეთი Corriere della Sera იუწყება, პირველი გამოსვლისთვის ნაწარმოებებიც შერჩეულია: ჯუზეპე ვერდის “რექვიემი” და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.

პირველი კომპოზიცია კორონავირუსის შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნება, ხოლო მეორე პანდემიაზე გამარჯვების ფაქტს. ორკესტრის დირიჟორი რიკარდო შაი იქნება. კონცერტები დაგეგმილია ასევე ბერგამოსა და ბრეშიაში.