არიანა გრანდემ ონლაინ კონცერტების სერიაში კომპოზიცია Still Hurting შეასრულა

551

ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, არიანა გრანდემ ონლაინ კონცერტების სერიაში Artist-in-Residency მონაწილეობა მიიღო, სადაც მან ბროდვეის თეატრში ბრაუნის მიერ დადგმული მიუზიკლიდან The Last Five Years კომპოზიცია Still Hurting შეასრულა.

„ყოველი წუთით ვისიამოვნე. მადლობა მოწვევისთვის. ონლაინ კონცერტზე, ყველამ არაჩვეულებრივად დაუკრა. მიყვარხართ”, – დაწერა გრანდემ ტვიტერზე.

ცნობისთვის, ონლაინ კონცერტი ტონის ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორის, ჯეისონ რობერტ ბრაუნის ორგანიზებით ტარდება.