რაფაელის გრანდიოზული გამოფენა შესაძლოა განახლდეს

139

წლის მოვლენა რენესანსის ეპოქის გენიალური მხატვრის, რაფაელის გამოფენა რომში 5 მარტს გაიხსნა და კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების გამო მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა. მისი მონახულება 6 ათასმა ადამიანმა შეძლო, ხოლო 77 ათასი ბილეთი გაიყიდა.

იტალიური პრესის მტკიცებით, ორგანიზატორები გამოფენის გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრობენ. რაფაელის გარდაცვალების დღიდან 500 წლის შემდეგ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა მალე განახლდება.

“ვიმედოვებთ, რომ საგამოფენო დარბაზის კარების კვლავ გაიხსნება, რომ რენესანსის სულმა, რომლითაც გამსჭვალულია რაფაელის ხელოვნება, ევროპისა და იტალიის აღდგენას მისცეს ბიძგი”, – განმარტა მან.

ორგანოზატორების განცხადებით, გამოფენის ექსპონატები, მუზეუმებსა და გალერეებში ჯერ არ დაუბრუნებიათ.