შაკირამ კარანტინში ანტიკური ფილოსოფიის კურსი გაიარა

919

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ თვითიზოლაციის დროს ანტიკური ფილოსოფიის კურსი გაიარა.

“დავასრულე პენსილვანიის უნივერსიტეტის ანტიკური ფილოსოფიის ოთხკვირიანი კურსი. ვიცი, რომ ჩემი ჰობი პრაქტიკული არაა, მაგრამ ვმეცადინეობდი, როდესაც ბავშვებს ეძინათ. დიდი მადლობა პლატონს და მის მოწაფეებს “ხალისისთვის”, რომელიც წინა თვეში მომგვარეს”, – წერს შაკირა.